პროექტის გეგმა:
პროექტის სახელწოდება – „ხანი უნდობარი...უხვად რომ მოიტანა სისხლი და ცხედრები“.
პროექტის აქტუალობა:
შერჩეული თემა მოსწავლეებისათვის
აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მათ შეისწავლეს
ის ნაწარმოებები, რომლებშიც საბჭოთა ეპოქის ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა
ბედია აღწერილი, დაინახეს ის საშიშროება, რომელიც მმართველობის ასეთ სისტემას თან სდევს,
ეს საკითხი გახდა მათვის საინტერესო.
პროექტის მიზნები
– პროექტის მუშაობის ფარგლებში
მოსწავლეები შეისწავლიან რეპრესირებული მწერლის – მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების გზას,
გაუღვივდებათ ინტერესი მისი შემოქმედებისადმი, გაიაზრებენ მოვალეობას სამშობლოს წინაშე.
მოსწავლეთა
ასაკი: მერვე კლასის მოსწავლეები.
ვადები: სამი კვირა.
მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან
მწერლის ცხოვრების გზას, მოამზადებენ სლაიდებს პრეზენტაციისათვის, გამოუშვებენ კედლის
გაზეთს, შეიქმნება ბლოგი.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: მასალები
მე–20 საუკუნის საქართველოს ისტორიიდან, ინტერნეტი, კომპიუტერი, ფორმატები.
პროექტის მსველობა: მოსწავლეთა ჯგუფები იმუშავებენ შემდეგ თემებზე:
1. საქართველოს გასაპჭოება. 2. მწერლის ბავშვობა და ყრმობა. 3. წინამძღვრიანთკარის
სასოფლო–სამეურნეო სკოლასა და ყირიმში სწავლის პერიოდი. 4. ოჯახის ტრაგედია. 5. ილია
ჭავჭავაძე და მიხეილ ჯავახიშვილი. 6. ცხოვრების პირისპირ. 7. დაპატიმრება და განაჩენი.
აქტივობები. 1. ექსკურსია
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2. თენგიზ აბულაძის „მონანიების“
ნახვა და განხილვა. 3. მწერლის მუზეუმის დათვალიერება. 4. მ.ჯავახიშვილის ცხოვრებისა
და შემოქმედების მკვლევართან შეხვედრა.
საგნებთან,
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ისტორიასთან
ქართ.VIII.1: მოსწავლე მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით
და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას.
ქართ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არა მხატვრული), რომლებიც შეიცავენ გრკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე.
ქართ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ.VIII.10.
მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
პროექტის ხელმძღვანელი: მასწავლებელი ნინო გიგუაშვილი.